მეორე დღეა თბილისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
კომპანია Airbus-ის წარმომადგენგენლის, სირილ ფაბრეს განცხადებით, საქართველომ, ICAO-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისად, წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის (ACR/PCR) ახალი მეოდოლოგიის დანერგვა.
მისი თქმით, საჰაერო ხომალდების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე მეტი პროცენტულობით Airbus-ის ტიპის სამგზავრო ხომალდები დაფრინავენ. განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ძირითადად A321neo, A321ceo, და A320neo/ceo გვხვდება.
,,Airbus-ის მხრიდან ICAO-სთან ერთად ვმუშაობთ ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდებისა ახალი კლასიფიკაციის შეფასების სისტემის დანერგვაზე. აქ ვართ იმისთვის, რომ დეტალურად ავუსხნათ ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას ახალი კლასიფიკაციის არსი. რათა შემდეგ მათ მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში დანერგონ,-“აცხადებს სირილ ფაბრე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტი შეფასდება ICAO-ს ხელოვნური საფარის ახალი შეფასების სისტემით.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს