მიღებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის დადგენილი კვოტების ფარგლებში ყოველწლიურად მოქმედებს საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლის აპრობირებული სისტემა.
საერთაშორისო დიპლომატიური არხებით გაცვლილი ნებართვები, შემდგომ ფიზიკური სახით უნაწილდებათ საავტომობილო გადამზიდველებს.
გადამზიდველებს შორის ნებარათვების ფიზიკური განაწილების არსებული სისტემა, რუტინულია და დაკავშირებულია, მათი მხრიდან მრავალი ბიუროკრატიული ბარიერებით გამოწვეული სირთულეების გადალახვასთან.
რაც შეეხება ნებართვების ელექტრონულ სისტემას, იგი თავის თავში მოიაზრებს, გადამზიდველის მიერ ნებართვის მოთხოვნის განაცხადის გაკეთებიდან, მოკლე ვადაში ელექტრონულ რეჟიმში ნებართვის მიღებას, რომელსაც გადაზიდვის განხორცილებისას ელექტრონული სახით წარადგენს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
ბოლო პერიოდში, რეგიონის ქვეყნები ბილეტარულ (ორხრივი) დონეზე სულ უფრო აქტიურად ნერგავენ ნებართვების ელექტრონულ გაცვლის გამარტივებულ სისტემას.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ანალიტიკაში წარმოგიდგენთ, მეზობელი ქვეყნების მიერ ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის არსებულ ტენდენციებს.
თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული, პირველ რიგში თურქეთთან მიმართებით საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვაზე.
თურქეთსა და საქართველოს შორის გაცვლილი ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვების რაოდენობა 150 000 ერთეულს შეადგენს, ნებართვების ამ სახეობას ძირითადად თურქი გადამზიდველები იყენებენ, რომლების ინტენსიურად – ტრანზიტად და ორმხივად კვეთენენ ჩვენ ტერიტორიას, საქართველო, ამ ტიპის ნებართვებს წელიწადში მხოლოდ უმნიშვნელო, გაცვლილი რაოდენობის 5 -7 % პროცენტს ითვისებს.
მეორეს მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალების თურქეთში ცარიელი შესვლა და იქ დატვირთვა, რისთვისაც თურქეთის მხარე 28 000 ერთეულ ნებართვას (სხვანაირად სპეც. ნებართვასაც უწოდებენ) გვიცლის.
ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვების გაცვლის საპირისპიროდ, აქ ქართული მხარის დაინტერესება, სპეც. ნებართვების გამოყენებაში მაღალია, თურქეთი მხოლოდ უმნიშვნელოდ იყენებს ამ ტიპის ნებართვებს.
ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის დიდი დისბალანსის გამო, თურქი გადამზიდველი ნაკლებად სარგებლობს საქართველოში ცარიელი შემოსვლის და აქ დატვირთვის შესაძლებლობას.
ფაქტიურად თურქული მხარე მისთვის მისაღები სატრანზიტო ნებართვების სანაცვლოდ გვაძლევს ჩვენთვის მისაღები ნებართვების გამოყენების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ნებართვების განაწილების ამ სქემით, თურქეთი მყარად იცავს საკუთარ ბაზარს და ეტაპობრივად ნებართვების შეზღუდვით ან დამატებით – არეგულირებს.
გარდა ამ ორი სახის ნებართვებისა, საქართველო იღებს, მისთვის ყველაზე „მიმზიდველ“ ე.წ. მესამე ქვეყნის 7 500 ერთეულ ნებართვას.
მესამე ქვეყნის ნებართვის საფუძველზე, ქართველი გადამზიდველი შედის თურქეთში იტვირთება ცენტრალური აზიის მიმართულებით, იცლება ცენტრალურ აზიის რომელიმე ქვეყანაში და ცარიელი შედის ჩინეთში უკანა მიმართულებით ტვირთის წამოსაღებად.
აღნიშნული წრიული მარშრუტი, ბოლო პერიოდში ქართველი გადამზიდველისათვის ყველაზე პოპულარული და ფინანსურად მომგებიანია. შესაბამისად მესამე ქვეყნის ნებართვაც მოთხოვნადი.
ნაბართვის ერთ – ერთი ნაირსახეობაა, რომელიც გადაზიდვებში გამოიყენება, თურქეთის ნავსადგურებში დატვირთვაა და შემდგომ გადაზიდვის განხორცილებაა, რისთვისაც თურქული მხარის მიერ საქართველოსთვის 500 ერთეულ ნებართვაა გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთ – საქართველოს შორის სადღეისოდ არ არის დანერგილი ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა.
ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემაზე ორმხრივ ფორმატში ეტაპობრივად გადადიან, რეგიონის ქვეყნები.
2025 წლიდან – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ნებართვების რაოდენობამ ორმხრივ / ტრანზიტის რეჟიმში 65 000 ერთეული, სატრანზიტო რეჟიმში – 85 000 ერთეული, მესამე ქვეყანაში 15 000 ერთეული, თურქეთის ნავსადგურებში დატვირთვის პირობებში აზერბაიჯანელი გადამზიდველისათვის – 5 000 ერთეული შეადგინა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წელს პირველად სატესტო რეჟიმში ამოქმედდა ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა, რომელიც ვრცელდება 5 000 ერთეულ ორმხრივ და 15 000 ერთეულ სატრანზიტო გადაზიდვებზე – ჯამში 20 000 ერთეულ ნებართვაზე.
ორ ქვეყანას შორის წინასწარ მიღწეული შეთანხმებით, წლის განმავლობაში ელექტრონული ნებართვების გამოყენების ინტენსიობის პირობებში, შესაძლებელია ჩვეულებრივი ნებართვების სისტემა ელექტრონულით ჩანაცვლდეს.
2025 წლიდან თურქეთსა და უზბეკეთს შორის ორმხივ და სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვებზე ნებართვების ბლანკების გაცემა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულ E-Permit ის სისტემის ფარგლებში.
ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ოპერაციების დაჩქარების და ტვირთბრუნვის ზრდის უზრუნველსაყოფად 2022 წლის ბოლოს დაიწყო და სადღეისოდ სრულად ელექტრონულ ფორმატში ხორცილედება ნებართვების გაცემა.
2024 წლის დასაწყისში უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის მოქმედებს გადაზიდვების ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემა.
სატრანსპორტო ნაკადების დაჩქარებულად გატარების მიზნით, ნებართვების ელექტრონული გაცემის სისტემა პირველად, სატესტო რეჟიმში, რამდენიმე წლის უკან ამოქმედდა ყაზახეთ – უზბეკეთის იალამას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
ასეთი მიდგომა ხაზს უსვამს ნებართვების ელექტრონულ გაცვლის პროცესში ეტაპობრიობის აუცილებლობას.
2024 წლიდან უზბეკეთსა და ტაჯიკეთს შორის სატრანზიტო გადაზიდვებისას გაუქმდა საავტომობილო ნებართვების ბლანკების გამოყენება.
სატრანზიტო ნებართვების გამოყენებით, დაგეგმილია მათ ტერიტორიაზე სატრანზიტო მანძილის მოკლე ვადაში დაფარვა.
2024 წლიდან ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ამოქმედდა ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა.
მანამდე, ორ ქვეყანას შორის ყოველწლიურად 190 000 ერთეული ნებართვა იცვლებოდა, 2025 წელს დაემაატა 40 000 ერთეული, რომელიც სრულად ელექტრონული სისტემით გაიცვალა.
2025 წლიდან უზბეკეთსა და აზერბაიჯანს შორის სატესტო რეჟიმში დაიწყო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონულად გაცვლის სისტემის ამოქმედება.
საწყის ეტაპზე გაცვლილია 200 ელექტრონული ნებართვა. ამასთან ელექტრონული სისტემის სრულად ამოქმედების თარიღი უცნობა.
მხარეებს შორის მოლაპარაკების ეტაპზე აღნიშნულია, რომ სატესტო პერიოდში მხარეები განახორციელებენ ტექნიკურ მეთვალყურეობას, პროცესის წარმატებით განვითარების პირობებში, შემდგომ ნებართვების სრულფასოვან ელექტრონულ გაცლის სისტემაზე გადავლენ.
დასკვნის სახით – რეგიონის ქვეყნები ბოლო პერიოდში, აქტიურად ნერგავენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონულ გაცვლის სისტემას. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით მიწანშეწონილია საქართველომ ანალოგიური სისტემა დანერგოს მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან – თურქეთთან.
წყარო: transcor.ge