საქართველოში 2025 წელს 17 ჰესის ამოქმედება იგეგმება, - ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯამში ახალი ჰესების დადგმული სიმძლავრე 76.5 მგვტ-მდე იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 400.3 მლნ.კვტ.სთ იქნება.

წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი პოტენციური ჰესების ექსპლუატაციაში შესვლა:

  • ბასრა 1 ჰესი;
  • ბასრა 2 ჰესი;
  • ბასრა 3 ჰესი;
  • ხოხნისწყალი 1 ჰესი;
  • ხოხნისწყალი 2 ჰესი;
  • ხოხნისწყალი 3 ჰესი;
  • ვალე ჰესი;
  • კასლეთი 1 ჰესი;
  • სკურჰესი;
  • სტორი 1 ჰესი;
  • ცემი ჰესი;
  • სკურდიდი 3 ჰესი;
  • როშკა 4 ჰესი;
  • კოდალისწყალი ჰესი;
  • დიღომი ჰესი;
  • ბჟინეურა ჰესი;
  • ლოპოტა 1 ჰესი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 126 ჯამში სადგური ფუნქციონირებდა (მათ შორის თბო, ქარის და ჰიდრო).

წყარო:  www.bpn.ge