ქუვეითი ჩინურ კომპანიასთან 4 მილიარდი დოლარის ღირებულების მუბარაქ ალ-კაბირის პორტის მშენებლობის კონტრაქტს გააფორმებს.
ბუბიანის კუნძულზე მდებარე მუბარაქ ალ-კაბირის პორტი ქუვეითისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია და ჩინეთი მას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ნაწილად განიხილავს.
ABC.AZ-ის ცნობით, პროექტის მიზანია რეგიონული სავაჭრო ცენტრის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის მხარდაჭერა. ქუვეითის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამუშაოების პირველი ფაზის დაახლოებით 50% დასრულებულია. პორტს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მეგაპროექტების სერიის ფარგლებში ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კორპორაცია (CCCC) აშენებს.