გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე, 4 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები წესრიგდება.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
სადრენაჟე არხებზე ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.