საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა - რეაბილიტაციაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი პეკინის გამზირზე N33,35,37 და 39ა კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.

ხუთ ჰექტარ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო - გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც განახლდება. 
პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია "მონოლითი 2005" ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თათია ჩახვაშვილი ადგილზე გაეცნენ და პროექტი მოსახლეობასთან ერთად განიხილეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.