ნაძალადევის გამგეობამ რაიონში კიდევ ერთი სკვერის მოწყობა დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სკვერი ზღვისუბანში 2 300 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.

„ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია განათების ბოძები, სარწყავი და სამეთვალყურეო კამერების სისტემა, კალათბურთის მინი მოედანი, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. დაწყებულია მოპირკეთების სამუშაოებიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 800 000 ლარია.

ინფორმაციას თბილის მერიის პრესსამსახური ავრცელებს