გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ასფალტის ორფენიანი საფარი 10 400 კვ.მ ფართობზე იგება. გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 950 000 ლარი იხარჯება.

გარდა ამისა, გზის საფარის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია კიდევ  ოთხ ქუჩაზე - ბორჯომის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, ხოლო  დაისის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია.

ჯამში, ექვსივე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 5 000 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, რაჭის ქუჩაზე, 850 გრძივ მეტრზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 564 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.