მერია საბურთალოზე ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, იგეგმება ახალი გზის გაკეთება, რომელიც ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის პირდაპირი გაგრძელება  იქნება და ქავთარაძესა და ვაჟას ქუჩებს დააკავშირებს.