ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო გზის 1.2 კმ-იანი მონაკვეთის (მარნეულის წრიული) სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მარნეულის წრიული გზა ქალაქის ცენტრში გადის და წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს, რომელიც აკავშირებს ქალაქის შიდა ქუჩებს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მარშრუტთან. მონაკვეთი ინტენსიურად გამოიყენება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ტრანსპორტის მიერ და ემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მარნეულის გავლით მიმოსვლას.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოების ხარისხი და სატრანსპორტო ნაკადების გამტარიანობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, განახლდა დაზიანებული საგზაო ნიშნები და დასრულდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 3.4 მილიონ ლარამდეა და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამასთან, ქალაქ მარნეულში, წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე მშენებლობის ფარგლებში დაზიანებული საავტომობილო გზების სრულ რეაბილიტაციას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, წყალმომარაგების სამუშაოების დასრულებისთანავედაიწყებს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.