გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ლესა-ჩიბათის ტერიტორიაზე ახორციელებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გაწმენდილ არხებში წყლის შეუფერხებლად გადინების შედეგად, მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
ექსპლუატაციის ღონისძიებები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.