კახა კალაძის თქმით, „ილიას ბაღი“ მომავალი წლის ზაფხულისთვის მთლიანად მოწესრიგებული და განახლებული იქნება. როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორიის მოიჯარე კომპანიასთან შეთანხმება შედგა.
„„ილიას ბაღის“ ტერიტორია 2011 წელს იჯარით 49 წლის ვადით გაიცა. ხელშეკრულებაში რა თქმა უნდა ეწერა, რომ ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული, ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ირაკლი ხმალაძეს დავავალე რომ შეხვედროდა კომპანიას და თუ ისინი არ და ვერ ჩაატარებენ სამუშაოს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებოდა და ტერიტორია დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, კომპანია მოაწესრიგებს „ილიას ბაღს“ და იქნება ისეთივე გამართული და მოწესრიგებული, როგორც სხვა პარკები გვაქვს. მომავალი წლის ზაფხულისთვის აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგებული და განახლებული იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.