შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ექსპლუატაციის ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფლების ხეთისა და პირველი მაისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას უზრუნველყოფს.
სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12 400 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.