იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!"  - ნათქვამია ინფორმაციაში.