2024 წლის 31 დეკემბერს  შპს ცენტრალ პარკ ავენიუს წარმომადგენელმა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამსახურს 2 პროექტი წარუდგინა და მშენებლობის ნებართვა ითხოვა. პროექტები განხილვის პროცესშია, არქიტექტურულ სამსახურს პასუხის გაცემის ვადა 2025 წლის  7 თებერვლამდე აქვს.

რა ტექნიკური მაჩვენებლები აქვს წლის ბოლო დღეს წარდგენილ პროექტებს. აღნიშნული პროექტები ნაწილია იმ მასშტაბური მშენებლობისა, რომელიც იპოდრომთან არის დაგეგმილი. სამშენებლო არეალში შედის 4 საკადასტრო ერთეული (ს.კ. 01.10.16.004.272; 01.10.16.004.283; 01.10.16.004.284; 01.10.16.004.285) ჯამური ფართობით - 80 145 კვ.მ. როგორც თბილისის მერიისთვის გასული წლის გაზაფხულზე  წარდგენილ გეგმარებით დავალებაშია აღნიშნული სამშენებლო არეალში 6 მაღალსართულიანი შენობის აშენება იგეგმება, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79 სართულიანია, ყველაზე დაბალი კი 23 სართულს მოიცავს. 
პროექტის ავტორია ესპანური არქიტექტურული კომპანია Chapman Taylor-ი.

ამჯერად არქიტექტურულ სამსახურში მშენებლობის ნებართვას ჯერჯერობით მხოლოდ 2 შენობაზე ითხოვენ.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.10.16.004.272 თამარაშვილის ქუჩა #13 ში მდებარეობს იპოდრომის მოედანსა და თამარაშვილის ქუჩას შორის. მიწის ნაკვეთის ფართობი 9645 კვ.მ-ია. განაშენიანების ფართობი 72063 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი იქნება 28280, კომერციული კი 4779, საზაფხულო ფართობი 10569. შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 162.46 მეტრია, აქედან მიწის ქვეშ 4.8 მეტრი იქნება (2 სართული), მიწის ზემოთ კი 157.66 მეტრი (43 სართული). მერიისთვის და არქიტეტურის სამსახურისთვის წარდგენილი პროექტების შედარებით ჩანს, რომ თავდაპირველმა პროექტმა ცვლილება განიცადა. 2 სართულით მოიკლო სიმაღლემ და შეიცვალა შენობის ფორმაც.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.10.16.004.285 ფართობი 70500 კვ.მ განაშენიანების ფართობი  63051.9 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 15046 კვ.მ, კომერციული ფართობი 8631 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 6114.5 კვ.მ. 118.4 მეტრი, მიწის ქვემოთ 8 მეტრი, მიწის ზემოთ 110 მეტრი. შენობა 23 სართულიანი იქნება.

01.10.16.004.272-ზე არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის  შპს ცენტრალ პარკ ავენიუ. დირექტორი ვასილ ფხაკაძეა, 100%-ის მფლობელი კი შპს იდეა (20% ვასილ ფხაკაძე, 40% ლევან ფხაკაძე, 40% სამსონ ფხაკაძე). 
ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია

01.10.16.004.285 საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კი ჯერ კიდევ ფონდი ქართუა. შპს ცენტრალ პარკ ავენიუ მომავალ მესაკუთრედ არის მითითებული 01.10.16.004.283; 01.10.16.004.284 საკადასტრო კოდებზე მდებარე ფართობებზე.

იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის საპროექტო რენდერი:

წყარო: მთავარი არხი