შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში,  იმერეთში,  ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დაასრულა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სოფლების  ივანდიდისა და გოჩა ჯიხაიშის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა და  160 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე  იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი,  სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.