ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გუდაურში  გასართობი აქტივობები გაიმართა.

მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება.  

დღის ბოლოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.  

გუდაურში საზეიმოდ გაიხსნა 2 ახალი საბაგირო და 3 სასრიალო ტრასა.