გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში შეიზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს ღამის 00:00 საათიდან - დილის 06:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც, გიორგი სააკაძის მოედნის, გიორგი სააკაძის დაღმართისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლები დროებით შევიწროვდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.