გაზაფხულზე სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის დამატებით 6 კმ-იანი გზის გახსნას ვგეგმავთ - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გამართულად ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„გაზაფხულზე ვგეგმავთ, ამ მონაკვეთზე კიდევ 6 კმ-იანი გზა გაიხსნას და საბოლოო ჯამში სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს, თუ არ ჩავთვლით სამტრედიის ხიდს, სრულად იქნება გახსნილი. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3 კმ-იან მონაკვეთზეც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზაფხულისთვის ეს მონაკვეთიც დასრულდება და თბილისიდან ბათუმამდე შეგვეძლება უწყვეტად მაგისტრალით მგზავრობა, რაც ვფიქრობ, რომ აქტუალურია როგორც ტურისტებისთვის, ისე ზოგადად ქვეყანაში მობილობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხო გადაადგილებისთვის. აქტიურად გრძელდება სხვა მონაკვეთების მშენებლობაც“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.