ჩვენ გვინდა, ყველა მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მივაღწიოთ საშუალოვადიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და არსებობს ძალიან მკაფიო გეგმა.
„ჩვენი სურვილია, რომ ყველა მომსახურება უმაღლესი ხარისხით მიიღოს ჩვენმა მოქალაქემ საქართველოში, რასაც სერიოზული მუშაობა სჭირდება, ესეც არის განათლების რეფორმასთანაც დაკავშირებული. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის სისტემაზე სისტემურად ზრუნვა იმისათვის, რომ ეს ამოცანა გადაიჭრას და საქართველოში იყოს ხელმისაწვდომი უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. იგივე მიდგომით გვინდა, ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით. ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ჩვენი მიზანია, რომ რამდენიმე წელიწადში სრულად იყოს მოცული ჩვენი ქვეყანა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით, ასევე აეროპორტების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, გვინდა, რომ დაახლოებით 4,5-ჯერ გაიზარდოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა. იგივე ეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც უკვე დაწყებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ანაკლიის პროექტზე დაწყებულია მუშაობა და პირველი ფაზა გვინდა, დავასრულოთ 2029 წელს. რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ დასრულდა და გრძელდება ასევე რკინიგზის მიმართულებით სერიოზული ინვესტიციების ჩადება იმისათვის, რომ მათ შორის ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია განვავითაროთ. კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით გვინდა, გეგმაზომიერად, კონკრეტული გეგმის მიხედვით, გარდამტეხი ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სახელმწიფოს განვითარებაში უკლებლივ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინფრასტრუქტურა, გრძელდება სერიოზული ინვესტიციების ჩადება, რომ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია განვავითაროთ - კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი