ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში "შუამთობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ადგილიბრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება.
“ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც“- განაცხადა პრემიერმა.
ძლიერი მთა ძლიერ საქართველოს ნიშნავს - პრემიერი
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები - ირაკლი კობახიძე
საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს - ირაკლი კობახიძე
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი