ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები - ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო:

  • ბათუმი (ანგისა)–ახალციხის გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი–უტყისუბანი);
  • ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი);
  • საჩხერე (სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზა;
  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი);
  • ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის კმ53-კმ106 (კორშა–შატილი);
  • ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის გზა;
  • ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზის კმ185-კმ190 (უშგული–ლასდილი).

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ მონაკვეთებზე:

  • საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი–ბორითი);
  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის კმ93-კმ107 (გუდაური (ფოსტა)–კობი);
  • ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის კმ10-კმ104;
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის კმ1-კმ106;
  • ახალქალაქი–კარწახის და ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე;
  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზის კმ110-კმ146;
  • ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზის კმ30-კმ70 (ჯვარი–ხაიში).

მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის (ორი და მეტი წამყვანი ხიდით):

  • გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის კმ1-კმ106;
  • ალპანა–ცაგერის გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი);
  • ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზის კმ42-კმ125 და კმ89-კმ125;
  • ბათუმი (ანგისა)–ახალციხის გზის კმ50-კმ103.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული

  • ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზის კმ71-კმ184 (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე.