დღეიდან დედაქალაქში 304-ე, 307-ე, 311-ე, 315-ე, 339-ე, 351-ე და 385-ე მარშრუტებზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე დრო სხვადასხვა მიმართულებაზე 6-დან 15-წუთამდე შემცირდება.
„ეტაპობრივად მოხდება ყველა მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსების გაშვება, რაც არის უკვე გამოვლენილი სადაც საჭიროა, როგორც კი შემოვა ავტობუსები ყველა მარშრუტზე იქნება გადანაწილებული.
ამჯერად მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია რომ 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები ან სადაც 12-მეტრიანი მუშაობდა და შევიყვანეთ 18 მეტრიანი, გამოთავისუფლებული ავტობუსები დაემატება სხვადასხვა მიმართულების იმისთვის რომ მოცდის დრო შევამციროთ და ადამიანებს 40 წუთი არ უწევდეთ ლოდინი გაჩერებებზე.
ეს ავტობუსები მიმართული იქნება 304-ე მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 15-წუთამდე, 307-ე მარშრუტზე - 12 წუთამდე, 311-ეზე – 14-წუთამდე, 315-ეზე - 15-წუთამდე, 339-ეზე – 6-წუთამდე, 351-ეზე 10-წუთამდე და 385-ეზე – 10-წუთამდე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.