ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ესეც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას. 

"გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ნაყოფიერი დისკუსიები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესასოციაციას და ფორუმის თითოეულ ორგანიზატორს, ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.