რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.
უწყების ცნობით, კონტრაქტორმა კომპანიამ წელს სამშენებლო სამუშაოების ტემპი აღადგინა.
„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 3 გვირაბის და 16 ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია, გრძელდება დარჩენილი ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოებიც. მიუხედავად გასულ წელს არსებული გამოწვევებისა, კონტრაქტორმა კომპანიამ მოახერხა და აღადგინა სამუშაოების ტემპი. ამჟამად, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.