მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიდო. ამჯერად 2024 წლის დეკემბრამდე.

ვადის გადაწევაზე შეთანხმება უკვე გაფორმებულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და კონტრაქტორ შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის. 

2022 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში. პირველადი შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2023 წლის 15 ივლისამდე. მას შემდეგ ვადამ ორჯერ გადაიწია

 რაც შეეხება „ბადა ქონსთრაქშენს“ მას კიდევ ერთი მეტროსადგურის - „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. 2022 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულდეს, ვადა 2024 წლის ივნისში იწურება.

წყარო: რადიო თავისუფლება