აშშ-ის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს შუა დერეფნის განვითარების დინამიკაში,- ამის შესახებ TCRC-ის უახლეს მიმოხილვაშია ნათქვამი.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში მინერალების მოპოვება და მათი ექსპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, სადაც მიმდინარე პროექტები როგორც შუა დერეფნის გამაძლიერებელ, ისე მის კონკურენტ ალტერნატივებად განიხილებიან. ცენტრალურ აზიაში ამჟამად 90-ზე მეტი საავტომობილო და სარკინიგზო პროექტი ხორციელდება, რომელთა 58% მხოლოდ ათ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივაზე მოდის.
,,ცენტრალურ აზიის რეგიონში მიმდინარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები შუა დერეფნის როგორც შემავსებელ, ასევე მის უშუალო კონკურენტებს წარმოადგენენ.რაც შეეხება ცენტრალურ აზიაში მიმდინარე სატრანსპორტო პროექტების საინვესტიციო მოცულობას, საავტომობილო და სარკინიგზო გზების 90 ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 53 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის, ამ პროექტების ჯამური ინვესტიციის 58%, 10 მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტზე ნაწილდება.წარმოგიდგენთ ცენტრალურ აზიაში მიმდინარე 10 მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელთა ღირებულება 4.7-დან 1.9 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.აღსანიშნავია, რომ პროექტების უმეტესობა ახლა იწყებს განხორციელებას და ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება.დღევანდელი ანალიტიკის პირველი ნაწილი დაეთმობა ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე პირველ ხუთ მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს.1. ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სარკინიგზო დერეფნის მშენებლობა – 4.7 მილიარდი დოლარი2. უზბეკეთში ტაშკენტი–ანდიჯანის ფასიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა – 4.3 მილიარდი დოლარი3. ყირგიზეთში ბალიქჩი – კოჩკორ – ყარა-კეჩე – მაკმალ – ჯალალ-აბადის რკინიგზის მშენებლობა – 4.1 მილიარდი დოლარი4. ტაჯიკეთში ჩრდილოეთ–სამხრეთის რკინიგზის მშენებლობა – 3.9 მილიარდი დოლარი5. ყაზახეთში „ცენტრი - დასავლეთის“საავტომობილო ჩქაროსნული საგზაო მაგისტრალის მშენებლობაწარმოდგენილი პროექტების ჩამონათვალი და მათი საინვესტიციო მოცულობა, ნათლად წარმოაჩენს ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას",- ნათქვამია TCRC-ის კვლევაში.

სრულად იხილეთhttps://transcor.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d…/