მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მარნეულის მერიიდან "კომერსანტს" აცნობეს, შიდა გზებს რეაბილიტაცია უტარდება ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ შემდეგ სოფლებში: საბირქენდში, აზიზქენდში, თაზაქენდსა და გაჯისაქენდში,

უწყების ცნობით, ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 478 990 ლარია.