საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  68-ე კმ-ზე  მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარემონტო სამუშაოების გამო, 2025 წლის 4 დეკემბერს  08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე აღნიშნულ ხიდზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, შეზღუდვის პერიოდში, მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება დროებით შემოსავლელ გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.