საქართველოში 2025 წლის ბოლომდე 3 ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ საუბარია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.
3 სადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 276 მგვტ. იქნება, ხოლო წლიური გენერაცია 1089.8 გვტ.სთ-ს მიაღწევს.
ქარის სადგურები, რომლის აშენებაც წელს იგეგმება
რიკოთის ქარის ელ.სადგური (იმერეთი&შიდა ქართლი);
რუისის ქარის ელ.სადგური (შიდა ქართლი);
ნიგოზას ქარის ელ.სადგური (შიდა ქართლი).
ცნობისათვის, საქართველოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი - ქართლის ქარის ელექტროსადგური მოქმედებს. რაც შეეხება აღნიშნული წყაროს მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას, 2023 წელს ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ჯამში 86.033 მლნ კვტ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი 72.192 მლნ კვტ-საათი.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 126 ჯამში სადგური ფუნქციონირებდა (მათ შორის თბო, ქარის და ჰიდრო).