ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს (აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის) პროექტირება/მშენებლობის დაწყებას გეგმავს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, პროექტისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

დადგენილების მიხედვით, 2025 წელს კლინიკების აღჭურვა/გაფართოებაზე სულ 60 მილიონი ლარი უნდა დაიხრჯოს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 22 000 ლარი, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებს და მათ აღჭურვას მოხმარდება. 

პროგრამის კომპონენტები

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

6,000.0

 

1.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

4,500.0

 

1.2 აღჭურვა 

1,500.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა

1,000.0

3

ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

22,000.0

 

3.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

5,000.0

 

3.2 აღჭურვა

17,000.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

500.0

5

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების:

6,500.0

 

5.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

6,000.0

 

5.2.აღჭურვა

500.0

6

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის:

4,000.0

 

6.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

1,200.0

 

6.2.აღჭურვა

2,800.0

7

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროექტირება/მშენებლობა.

20,000.0

სულ: 

60,000.0