2023 წლის 9 თვის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 190,9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 157 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 35 მლნ ლარი იყო.
ანგარიშგების მიხედვით 18 სადაზღვევო კომპანიიდან 3 ზარალზე გავიდა.
ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები შემდეგია:
ბენეფიტი - ზარალი 121 054 ლარი, მოზიდული პრემია 36 მლნ ლარი;
პრაიმი - ზარალი 1.249 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 10 მლნ ლარი;
ევროინს ჯორჯია - ზარალი 157 980 ლარი, მოზიდული პრემია 13 მლნ ლარი.
2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 818 მილიონი ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში კი 704 მლნ ლარი იყო. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1.314 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს. 2022 წლის მესამე კვარტალში აქტივები 1.152 მლრდ ლარი, ხოლო კაპიტალი 341 მლნ ლარი იყო.
2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.