კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.72%-ით გაიზარდა) და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის მეორე კვარტალში ყველაზე ნაკლები სესხი „სილქ ბანკმა“ გასცა, ყველაზე მეტი კი „თიბისი ბანკმა“.
საკრედიტო პორტფელის (სესხები) მოცულობა ბანკების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში:
• თიბისი ბანკი - 18.8 მლრდ. ლარი
• საქართველოს ბანკი - 17.9 მლრდ. ლარი
• ლიბერთი ბანკი - 2.7 მლრდ. ლარი
• ბაზის ბანკი - 2.2 მლრდ. ლარი
• ტერა ბანკი - 1.2 მლრდ. ლარი
• პროკრედიტ ბანკი - 1.1 მლრდ. ლარი
• კრედო ბანკი - 1.9 მლრდ. ლარი
• ქართუ ბანკი - 811 მლნ. ლარი
• ხალიკ ბანკი - 642 მლნ. ლარი
• პაშა ბანკი - 341.7 მლნ. ლარი
• იშ ბანკი - 254 მლნ. ლარი
• ვითიბი ბანკი - 202.6 მლნ. ლარი
• ზირაათ ბანკი - 113 მლნ. ლარი
• სილქ ბანკი - 22 მლნ. ლარი.