საქართველოში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ 2022 წელს ჯამურად 909,6 მილიონ ლარის პრემია მოიზიდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 772,7 მლნ ლარი იყო. მცირედით იკლო კომპანიების ჯამურმა მოგებამ და ის 39 მილიონ ლარამდე შემცირდა.

დაზღვევის სახეობებს შორის პირველ ადგილზეა ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელშიც გასულ წელს მოქალაქეებმა 375 მილიონი ლარი გადაიხადეს. მეორე ადგილს იკავებს ავტოდაზღვევა 166 მილიონი ლარით, მესამეზე კი ქონების დაზღვევაა 118 მილიონის მოზიდული პრემიებით.

სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე მცირე პრემია „გრინ დაზღვევა საქართველომ“ და „ტაომ“ მოიზიდეს. ყველაზე დიდი მოზიდული პრემია კი „ჯიპიაი ჰოლდინგს“ და „თიბისი დაზღვევას“ აქვს.

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები ასე ნაწილდება:

გრინ დაზღვევა საქართველო - 4 მლნ ლარი;

ტაო - 4 მლნ ლარი;

სადაზღვევო კომპანია ქართუ - 6 მლნ ლარი;

პრაიმი - 10 მლნ ლარი.

ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 15 მლნ ლარი;

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 18 მლნ ლარი;

ბბ დაზღვევა - 18 მლნ ლარი;

ევროინს ჯორჯია - 20 მლნ ლარი;

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 20 მლნ ლარი;

ალფა - 21 მლნ ლარი;

პსპ დაზღვევა - 33 მლნ ლარი;

უნისონი - 56 მლნ ლარი;

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - 61 მლნ ლარი;

იმედი L - 82 მლნ ლარი;

არდი დაზღვევა - 85 მლნ ლარი;

ალდაგი - 137 მლნ ლარი;

თიბისი დაზღვევა - 153 მლნ ლარი;

ჯი პი აი ჰოლდინგი - 165 მლნ ლარი;