მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დრო, სიმარტივე და პროგნოზირებადობა ყველაზე ღირებული რესურსებია. ყოველდღიურად გადარიცხვების მარტივად შესრულება, ფინანსურ რესურსებზე სწრაფი წვდომა და გადაწყვეტილებების დროულად მიღება ბიზნესის ზრდასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება. სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი: პლატფორმები, რომლებიც ეტაპობრივად არა მხოლოდ საბანკო სერვისებისა და პროდუქტების პლატფორმად, არამედ ბიზნესის მართვის ციფრულ ეკოსისტემად იქცა.

ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი შემდეგ პრინციპს ეფუძნება: მომხმარებელმა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწყობილობით უნდა შეძლოს იმ სერვისების მიღება, რაც ფილიალში იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, ორივე არხში უკვე არაერთი ახალი ფუნქციონალი და სერვისი ერთიანდება:

დაფინანსების მიღება სრულად ციფრულად

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დამატებით ფინანსურ რესურსებზე სწრაფი წვდომაა. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში სრულად ციფრულად არის შესაძლებელი უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხით სარგებლობა.

დღეს უკვე ბიზნესს შეუძლია:

  • ისარგებლოს სხარტი ბიზნეს სესხით 3 თვის განმავლობაში უპროცენტოდ (ეფექტური 19%-დან).
  • მიიღოს 500 000 ლარამდე თანხა უზრუნველყოფით (ეფექტური 15%-დან) ან 80 000 ლარამდე თანხა უზრუნველყოფის გარეშე (ეფექტური 19%-დან);
  • შეავსოს განაცხადი, დაიმტკიცოს და თანხა აითვისოს სრულად ციფრულად;
  • დაზოგოს დრო და თავიდან აიცილოს ფილიალში ვიზიტი;

ვალუტა და კონვერტაცია

იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც უცხოურ მომწოდებლებთან მუშაობენ ან შემოსავლები სხვადასხვა ვალუტაში აქვთ, კონვერტაციის კურსი და გადარიცხვის მარტივი პროცესი უმნიშვნელოვანესია.

შესაბამისად, ბიზნეს ინტერნეტბანკში:

  • კონვერტაციის კურსის შეთანხმება გახდა მარტივი და თვალსაჩინო
  • მომხმარებელი ხედავს:
    • ბანკის სტანდარტულ კურსს;
    • ციფრული არხის კურსს;
    • საკუთარ სარგებელს ამ კურსებს შორის;
  • სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს განსხვავებული კურსი, რომელიც განხილვის შემდეგ დადასტურდება.

გადარიცხვები AI-ის დახმარებით

ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სიახლე გადარიცხვების პროცესს ეხება. ბიზნესის ხშირი გამოწვევა მომწოდებლისგან მიღებული ინვოისის „წაკითხვა“ და სწორ ველებში ინფორმაციის შეყვანაა.

ახლა ბიზნეს ინტერნეტბანკში:

  • შესაძლებელია ინვოისის ატვირთვა ფოტოს ფორმატით;
  • სისტემა AI-ის მეშვეობით კითხულობს დოკუმენტს;
  • გადარიცხვის ფორმა ივსება ავტომატურად;

ეს ფუნქცია რეალურად ამცირებს შეცდომების რისკს და ზოგავს დროს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ინტერნეტბანკის განახლებული გამოცდილებამეტი სიმარტივე, ნაკლები ბარიერი

კიდევ ერთი სიახლე ინტერნეტბანკის დიზაინსა და ფუნქციონალებს ეხება. რედიზაინის ფარგლებში:

  • ინტერნეტბანკს დაემატა dark mode, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ხანგრძლივი მუშაობისას;
  • ნავიგაცია გახდა უფრო მარტივი და ლოგიკური - მომხმარებელი სწრაფად პოულობს საჭირო ფუნქციებს ზედმეტი ძებნის გარეშე;
  • სრულად განახლდა შეთავაზებების გვერდი - დიზაინი გახდა მომხმარებელზე მორგებული და ინტუიციური, ამასთანავე, B2B შეთავაზებებთან ერთად, ახლა ერთ სივრცეში ფინანსური შეთავაზებების ნახვაც შესაძლებელია.

ყოველდღიური ფინანსური პროცესების მართვა ერთ სივრცეში

ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი აერთიანებს ყველა იმ საბაზისო თუ კრიტიკულ ფუნქციას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ყოველდღიურ რეჟიმში საქმიანობისთვის სჭირდება - ესენია

  • ანგარიშების და ნაშთების მართვა;
  • გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ;
  • ხელფასების გაცემა;
  • საგადასახადო ოპერაციები;
  • ისტორიის და ტრანზაქციების კონტროლი და სხვა მრავალი ფუნქციონალი.

ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში, რაც ბიზნესს აძლევს მოქნილობას და დამოუკიდებლობას.

გადმოწერეთ ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით საქმიანობის უფრო მარტივად, სწრაფად და ეფექტურად სამართავად.