საქართველოში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობა ერთ წელიწადში 11%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, ბაზარზე აქტიური 9 063 019 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რაოდენობა 8 159 643-ს შეადგენდა.
ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.
2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის, არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 592 281 ერთეული Mastercard-ის, ხოლო VISA-ს 2 698 718 ბარათი იყო.