თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება.

მათ შორისაა:

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე;

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - 15 მლნ ლარი;

სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია - 3 მლნ ლარი;

18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის - 113 მლნ ლარი;  

ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი;

დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი, ასევე, დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი;

ვაგონების მოდერნიზაციისთვის - 10 მლნ ლარი;

მთაწმინდის საბაგიროს დასრულებისთვის - 3 მლნ ლარი;

ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მშენებლობისთვის - 15 მლნ ლარი;

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარზე მეტი;

ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის - 10 მლნ ლარი;

ვაკის პარკის დასრულების სამუშაოებისთვის - 10 მლნ ლარი;

გლდანის ტბის მოსაწესრიგებლად - 5 მლნ ლარი;

სამგორის რაიონში, „სამხედრო ქალაქის“ პარკის მოსაწყობად 2024 წელს გათვალისწინებულია 6 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია, რომელიც ჯამში 26 მლნ ჯდება);

დიდ დიღომში, მეორე და მეოთხე მიკრორაიონების შემაერთებელი ბულვარის მოსაწყობად გათვალისწინებულია 3,5 მლნ ლარი;

კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე „სამასი არაგველის“ სკვერის მოსაწყობად - 2 მლნ ლარი;

სოფელ დიღომსა და სვანეთის უბანში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის ჯამში 4 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული;

ლეღვთახევში ქვათაცვენის საწინააღმდეგო მასშტაბური სამუშაოებისთვის - 5 მლნ ლარი;

დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის ასაშენებლად 5 მლნ ლარი;

სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამუშაოებისთვის 2,3 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია);

სკეიტპარკების მშენებლობისთვის 1 მლნ ლარი;

#28 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 4 მლნ ლარი;

N71 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია - 2,3 მლნ ლარი;

N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი;

N196 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; N37 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი;

N50 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი; N211 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 700 000 ლარი.