„კრედიტინფოს“ 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 178 681 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 345 347-ს შეადგენს. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 189 331 821 ლარი შეადგინა.

საერთო ჯამში კი მიმდინარე ვადაგადაცილება (31+) 369 311 ადამიანს აქვს.

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 942 838 ადამიანს აქვს, ჯამში 51 923 506 480 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 91% საბანკო სექტორზე მოდის. იანვრის მდგომარეობით, ბანკებიდან 47.3 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 586 063 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლებიდან 83 088 ჰქონდა.

სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 761 573 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.97 მლრდ ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 107 926 მსესხებელს უფიქსირდება.

22 044 ადამიანს კი, ჯამში 603.7 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 6493 მსესხებელს უფიქსირდება. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, აქტიური მსესხებლების რაოდენობა 1 942 838-ს შეადგენს.