საქართველოს საბანკო სექტორში რეფინანსირების სესხების მოცულობა ბოლო ექვს თვეში მკვეთრად შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომერციულ ბანკებს სებ-ისგან 4.2 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხები ჰქონდათ მიღებული, ამჟამად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს,- ამის შესახებ ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, 6 თვეში რეფინანსირების სესხების მოცულობა დაახლოებით 13-ჯერ არის შემცირებული, რაც საბანკო სისტემაში მიმდინარე ლიკვიდობისა და ფულად-საკრედიტო პროცესების მიმართ დამატებით კითხვებს აჩენს.

,,უცნაური ამბები ხდება საქართველოს საბანკო სისტემაში. კომერციულ ბანკებს არ უნდათ ეროვნული ბანკის ფული. ე.წ. რეფინანსირების სესხების მოცულობა ექვს თვეში 13-ჯერ შემცირდა. თუ გასული წლის 31 დეკემბერს კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან 4,2 მილიარდი ლარი ისესხეს, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა.როდესაც ასეთი, ერთი შეხედვით ანომალიური ვითარება ფიქსირდება, ეროვნული ბანკი უნდა განმარტავდეს ამ მოვლენას.ამ ფაქტს მრავალი მიზეზი აქვს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა, არა მხოლოდ ფინანსური ხასიათის პროცესებზე მიგვითითებს. ამის შესახებ მოგვიანებით",- წერს გორიცირიძე.