ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2023 წლის ოქტომბერში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 80 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 6.5 მილიარდ ლარზე მეტი.
ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის ოქტომბერში 705 მლნ ლარამდე შეადგინა, 10 თვეში კი თითქმის 6.5 მლრდ ლარი.
რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელდა 6 მლნ ტრანზაქციაზე მეტი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის ოქტომბერში 558 ათასი ერთეული შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 78მლნ ერთეულია.