2024 წლის დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ისე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მზარდია, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს.
თიბისი კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დეკემბრის თვის დინამიკის მიხედვით, თიბისი არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები, წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა.
გასულ წელთან შედარებით დეკემბერში სურსათზე უნაღდო დანახარჯები 21%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ, თიბისი ბანკის არხებით, 18.5 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 3.6%-მდე გაიზარდა.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში ზრდას განაგრძობს, რაც დეკემბერში წლიურად 26%-ით გაიზარდა.