2023 წლის ივნისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და 20%-ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ჯამური დანახარჯების მოცულობის ზრდის ტემპი გაიზარდა და 17% შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

„2023 წლის ივნისში, სურსათზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, „თიბისი ბანკის“ არხებით, სტაბილურად შენარჩუნდა და კვლავ 23% შეადგინა 2022 წელთან შედარებით. სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი 15 ლარს უტოლდება.

2023 წლის ივნისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურად 24% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი საგრძნობლად გაიზარდა და 342 ლარს გაუტოლდა.

2023 წლის ივნისში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი რესტორნებსა და კაფეებში, „თიბისი ბანკის“ არხებით, მზარდია და 2022 წელთან შედარებით 27% შეადგინა. ასევე გაიზარდა საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე, რომელიც 28 ლარს უტოლდება.

უნაღდო დანახარჯები გართობაზე, „თიბისი ბანკის“ არხებით, გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 68% შეადგინა.

2023 წლის ივნისში, უნაღდო დანახრჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, „თიბისი ბანკის“ არხებით, მცირედით გაიზარდა და ზრდის ტემპმა 8% შეადგინა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობა სტაბილურად შენარჩუნდა და კვლავ 97 ლარს შეადგენს.

სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობის ზრდა, „თიბისი ბანკის“ არხებით, გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში 12% შეადგინა.

2023 წლის ივნისში, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, „თიბისი ბანკის“ არხებით, მცირედით გაუმჯობესდა და 2022 წელთან შედარებით 19% შეადგინა. ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, „თიბისი ბანკის“ არხებით, შენელდა და ზრდამ 2022 წლის დონესთან შედარებით 10% შეადგინა. უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ავეჯსა და მოწყობილობებზე, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით შემცირდა და წლიურად 14%-ს გაუტოლდა.

2023 წლის ივნისში, უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილება საწვავზე, თიბისი ბანკის არხებით, -28%-ს გაუტოლდა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი მცირედით გაიზარდა და 49 ლარს გაუტოლდა.

2023 წლის ივნისში, მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით შემცირდა და 2022 წელთან შედარებით 20%-ს გაუტოლდა. საშუალო დანახარჯი კი მცირედით გაიზარდა და 68 ლარს უტოლდება.

2023 წლის ივნისში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ფარმაციაზე, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით შემცირდა და წლიურად 12%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯების ზრდა პირად ჰიგიენაზე გაიზარდა და 11% შეადგინა 2022 წელთან შედარებით.

უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ექიმთან ვიზიტებზე, „თიბისი ბანკის“ არხებით, შემცირდა და წლიურმა ზრდამ 18% შეადგინა. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გაიზარდა და 14%-ს გაუტოლდა 2022 წელთან შედარებით

2023 წლის ივნისში გაიზარდა თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში მომსახურების წილი, რომელმაც 35%-ს მიაღწია.

„თიბისი ბანკის“ არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდ წილს სურსათი შეადგენს, რომლის წილიც 28%-ს გაუტოლდა. ასევე, გაიზარდა სასტუმროების წილი ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, რომელმაც 2023 წლის ივნისში 4% შეადგინა,“ - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში.