რეალურად ამ დღეებში [ეროვნული ბანკის მხრიდან] უმნიშვნელო ინტერვენციების ჩარევა გახდა საჭირო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენციის განხორციელება გახდა საჭირო. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც მაშინვე, თავად დაიწყო გამყარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა, კონკრეტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა რომ დეტალებზე ეროვნული ბანკი  ისაუბრებს.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.8160 ლარი. კურსის ცვლილება 2.88 თეთრი.
  • 1 ევრო - 2.9551 ლარი. კურსის ცვლილება 2.91 თეთრი.