უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა ალბანეთთან საშინაო მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო.

14 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა საქართველოს სტადიონის საჯარო გასასვლელების ბლოკირების გამო.

12 ათასი ევრო დაეკისრა საქართველოს იმის გამო, რომ ქომაგები ფეხბურთელებსა და მსაჯს ლაზერს ანათებდნენ.

30 ათასი ევრო დაეკისრა საქართველოს იმის გამო, რომ თამაშზე ფანებმა პიროტექნიკა ისროლეს. ამავე დარღვევისთვის წესდება კიდევ ერთი სანქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემდეგ საშინაო მატჩზე 2000 სკამი ცარიელი უნდა იყოს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შედის და ამ მხრივ საქართველოს ეძლევა გამოსაცდელი 2-წლიანი ვადა.

საქართველო თბილისში ალბანეთთან მატჩში 0-1 დამარცხდა.

წყარო: ნეტგაზეთი