2025 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 448 823 ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშშია საუბარი.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 2 312 807 ლარის აკუმულირება მოხდა.
ამასთან, წელს 8 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. მონაცემების მიხედვით, აღნიშნულიდან წელს იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში 272 513 866 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 265 845 965 ლარი.
ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.