ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, კომპანია გარდაიქმნება კომერციულ ბანკად და მას Freedom Bank Georgia JSC ეწოდება, - ამის შესახებ ყაზახური Freedom Bank-ი გავრცელებულ პრესრელიზში წერს.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური ბაზრების რეგულირებისა და განვითარების სააგენტომ Freedom Bank-ს საქართველოში შვილობილი ბანკის დაარსების უფლება მისცა, რომლის შესახებაც „კომერსანტი“ ნოემბერში წერდა.
ბანკის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Freedom Bank-ი საქართველოში ახალი ტიპის ციფრული ბანკი იქნება.
„საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემდეგ, Freedom Bank Georgia შეიმუშავებს მომხმარებელზე ორიენტირებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს და ხელს შეუწყობს ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, მისი საქმიანობის ახალ რეგიონში საუკეთესო ციფრული საბანკო გადაწყვეტილებების პოპულარიზაციით.
საქართველოში შვილობილი ბანკის, „ფრიდომ ბანკის“ დაარსების გადაწყვეტილება 2025 წლის 19 სექტემბერს „ფრიდომ ფინანსის“ ერთადერთმა აქციონერმა მიიღო. პირველ ეტაპზე FBG Company JCS მიიღებს საბანკო ლიცენზიას და დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, კომპანია გარდაიქმნება კომერციულ ბანკად და მას Freedom Bank Georgia JSC ეწოდება“, - ნათქვამია Freedom Bank-ის პრესრელიზში.
