მიმდინარე სეზონზე, 45,380  მეთხილე ფერმერს,  31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად,  15.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია  6.2  მლნ ლარზე მეტი. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობროვად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.   სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე: https://myliberty.ge/?id=agro

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.