„საქართველოს ბანკის ჯგუფი“ დივიდენდების გადახდას გეგმავს.

 


ბანკის დირექტორთა საბჭო აქციონერებს დასამტკიცებლად სთავაზობს 2022 ფინანსური წლისთვის საბოლოო დივიდენდის სახით თითო აქციაზე 5.80 ლარის გაცემას, გადახდა მოხდება ფუნტ სტერლინგში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარი/ფუნტი სტერლინგის 2023 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდის საშუალო გაცვლითი კურსი იქნება გამოყენებული ვალუტის კონვერტაციის თარიღის კურსად.

 


„საქართველოს ბანკის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ თუ აქციონერები მხარს დაუჭერენ ამ დოკუმენტს 19 მაისის აქციონერთა კრებაზე, ბანკის ჯგუფი აქციონერებზე დივიდენდს 14 ივლისს გასცემს. 

 

 

 

დამტკიცების შემთხვევაში იმოქმედებს შემდეგი გრაფიკი:

ექსდივიდენდის თარიღი: 2023 წლის 29 ივნისი
ჩაწერის თარიღი: 2023 წლის 30 ივნისი
ვალუტის კონვერტაციის თარიღი: 2023 წლის 30 ივნისი
გადახდის თარიღი: 2023 წლის 14 ივლისი

 


დღევანდელი მონაცემებით, „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ 46,822,533 აქცია აქვს გამოშვებული.