კომერციულ ბანკებს გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 99 მლრდ ლარზე მეტის აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. აქტივებიდან უმეტესობა, თითქმის მესამედი საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდის. 

ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზეა - 40,778 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“ 38,933 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5,239 მლრდ ლარის აქტივით.

რაც შეეხება კონკრეტულად საცხოვრებელი უძრავი ქონების გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობით პირველ და მეორე ადგილს „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ.

საცხოვრებელი უძრავი ქონების გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებულ აქტივების მოცულობის მიხედვით Top-5 ბანკი შემდეგია:

  • „თიბისი ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 15 373 000 63 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 8 330 272 384 ლარი.
  • „საქართველოს ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 13 799 197 237 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 13 690 899 35 ლარი.
  • „ბაზის ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 1 186 361 46 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 1 222 128 660 ლარი.
  • „ტერა ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 762 251 108 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - არ არის მითითებული.
  • „ლიბერთი ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 726 593 732 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 1 563 339 884 ლარი.

2023 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მათ შორის „პეისერა“, პირველი ციფრული ბანკი, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს.