თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისის თვეში, 5 სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.
ივნისი შეხვედრების განრიგი:
- პირველი ტრენინგი 13 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ოპერაციების მართვის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება.
- მეორე შეხვედრა 17 და 19 ივნისს ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს.
- მესამე ტრენინგი, 24 ივნისს გაიმართება საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
- კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 26 ივნისს ჩატარდება და ის ხშირად დაშვებულ ფინანსური შეცდომების თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
- ივნისის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგი 30 ივნისს, ექსპორტის ციკლის თემატიკას დაეთმობა და მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს
წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.